ჩვენს შესახებ
კაპიტალ ბალანსი
ბუღალტერია
შპს კაპიტალ ბალანსი 2019 წლის სექტემბერში დაარსდა თბილისში და დაიწყო მოღვაწეობა ბუღალტრული მომსახურების სფეროში. მისი მიზანია მაღალი ხარისხის ბუღალტრული მომსახურების გაწევა კომპანიებისთვის, ინდივიდუალური მეწარმეებისთვის და არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, აგრეთვე საგადასახადო კონსულტაციების მიწოდება. შპს კაპიტალ ბალანსი ეხმარება ინდივიდებს ბიზნესის რეგისტრაციაში, შესაბამისი ბიზნეს რეგისტრაციის ტიპის არჩევაში და კლიენტს სთავაზობს საქმის მოცულობის შესაბამის ფასებს. კომპანიის მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებზე, რომლებიც მსურველები არიან საქართველოში ბიზნესის დაარსების. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მუდმივად განვაახლოთ ჩვენი ცოდნა საქართველოს საგადასახადო კოდექსში და შესაბამის კანონმდებლობაში, რათა უზრუნველვყოთ სრული შესაბამისობა კანონთან.
ჩვენი კომპანია საჭიროების შემთხვევაში ასევე წარმოადგენს კლიენტებს ბანკებში, საჯარო დაწესებულებებსა და სახელმწიფო ორგანოებში, ასევე ვეხმარებით იურიდიული მისამართის ნებართვის მიღებაში და გადასახადების ოპტიმიზაციაში. გარდა ამისა, შპს კაპიტალ ბალანსი მხარს უჭერს ბიზნეს სტარტაპებს, ხელოვან ფრილენსერებს, სხვადასხვა არასამეწარმო პროექტებს და ცდილობს შექმნას გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები თავის ფართო სპექტრის კლიენტურასთან, რომელიც მოიცავს ხელოვნების, სამეცნიერო, ტურიზმისა და IT სექტორებს.
ჩვენი მთავარი ბუღალტერი
ჩვენს მთავარ ბუღალტერს ნათია რეხვიაშვილს აქვს ფინანსებში მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება როგორც კერძო, ასევე არასამეწარმეო სექტორში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციაში. მას აქვს ACCA კვალიფიკაცია და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი აუდიტის მიმართულებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის სიღრმისეული ცოდნა უზრუნველყოფს, რომ ყველა საგადასახადო საკითხი სრული კანონმდებლობის დაცვით და არსებული კანონიერი საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით იქნება დაცული.